ოფიციალურად: მანჩესტერ იუნაიტედმა ბრაზილიელი თავდამსხმელი დაიმატა

ოფიციალურად: ბრაზილიელი ფეხბურთელი, მატეუს კუნია მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელია.
კუნია იუნაიტედთან 5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, ვულვზი ფეხბურთელის სანაცვლოდ £62.5 მილიონს მიიღებს.
მატეუსი ვულვზის ღირსებას 2023 წლიდან იცავდა, მან ამ დროის განმავლობაში 92 მატჩში, 33 გოლის გატანა და 15 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.