ავტორიზაცია

ოფიციალურად: მანჩესტერ სიტიმ ცენტრალური მცველი დაიმატა

ოფიციალურად: მანჩესტერ სიტიმ ცენტრალური მცველი დაიმატა
თარიღი 19 Jan 2026, 19:47
მანჩესტერ სიტი ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას აგრძელებს და კლუბმა მორიგი ფეხბურთელი დაიმატა.

მარკ გეჰი კარიერას მანჩესტერულ კლუბში გააგრძელებს — მანჩესტერ სიტიმ კრისტალ პალასს ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადა, ხოლო მასთან 5,5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

25 წლის ინგლისელმა ცენტრალურმა მცველმა 15 ნომრიანი მაისური შეარჩია და მანჩესტერ სიტის დახმარება მომდევნო მატჩიდან შეძლებს.