ოფიციალურად: მარიო ბალოტელი ჯენოას ფეხბურთელია
4 თვიანი პაუზის შემდეგ, მარიო ბალოტელი ფეხბურთს დაუბრუნდა და კარიერას იტალიის სერია ა-ში გააგრძელებს.
34 წლის იტალიელმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და ჯენოასთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა — ინფორმაცია მხარეებმა ოფიციალურად დაადასტურეს.
შეგახსენებთ, რომ ბალოტელიმ გასულ ზაფხულში თურქული ადანა დემირსპორი დატოვა და მას შემდეგ თავისუფალი აგენტი იყო. მის ანგარიშზე სერია ა-ში ინტერის, მილანის, ბრეშას და მონცას მაისურით ჩატარებულ 196 მატჩში, 72 გოლი და 25 ასისტია.