ავტორიზაცია

ოფიციალურად: მარკო როისმა დორტმუნდის კაპიტნობაზე უარი თქვა

ოფიციალურად: მარკო როისმა დორტმუნდის კაპიტნობაზე უარი თქვა
თარიღი 06 ივლ 2023, 23:43
დორტმუნდის ბორუსიაა შემტევმა, მარკო როისმა, გუნდის კაპიტნობაზე უარი თქვა. 

ამის შესახებ გერმანელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში პირადად განაცხადა. 

"მქონდა პატივი, ხუთი წლის მანძილზე ვყოფილიყავი ამ გუნდის კაპიტანი. შვებულების დროს ვიფიქრე და გადავწყვიტე, "დორტმუნდის" კაპიტნობაზე უარი ვთქვა. ჩემთვის ეს დიდი პატივი იყო." - აღნიშნა როისმა გამოქვეყნებულ ვიდეოში. 

ცნობისთვის, როისი "ბორუსიას" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია, მან 387 მატჩში 161  გოლი და 121 საგოლე პასი მიითვალა.