ოფიციალურად: მატს ჰუმელსი რომას ფეხბურთელია

ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ მატს ჰუმელსი რომაში ითამაშებს.
გერმანელმა ფეხბურთელმა დორტმუნდი 2024 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვა და იტალიურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
ჰუმელსმა "ჯალოროსისთან" 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.