ავტორიზაცია

ოფიციალურად: მბაპემ პსჟ-ს დატოვების გადაწყვეტილება მიიღო

ოფიციალურად: მბაპემ პსჟ-ს დატოვების გადაწყვეტილება მიიღო
თარიღი 15 თებ 2024, 21:09
კილიან მბაპე სეზონის ბოლოს პსჟ-ს დატოვებს - ფეხბურთელმა გადაწყვეტილება კლუბის ხელმძღვანელობას უკვე აცნობდა.

25 წლის ფრანგი ფეხბურთელი პსჟ-ში 2017 წელს გადავიდა და კლუბის მაისურით ჩატარებულ 290 მატჩში 243 გოლთან ერთად 105 საგოლე გადაცემა გაიფორმა.

მბაპეს დამატებასთან ყველაზე ახლოს მადრიდის რეალია - სამეფო კლუბის წარმომადგენლები ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებებს ბოლო რამდენიმე თვეა აწარმოებენ.