ავტორიზაცია

ოფიციალურად: მილანმა არგენტინელი მცველის ტრანსფერი დაადასტურა

ოფიციალურად: მილანმა არგენტინელი მცველის ტრანსფერი დაადასტურა
თარიღი 22 Aug 2023, 22:59
„მილანმა“ მორიგი ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

მცველმა მარკო პელეგრინომ გუნდთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა და გუნდში 31-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, „როსონერიმ“ 21 წლის ფეხბურთელში „პლატენსეს“ 3.5 მილიონი ევრო გადაუხადა, კიდევ 2 მილიონი კი ბონუსებით იქნება გათვალისწინებული.

გარდა ამისა, „მილანი“ არგენტინულ კლუბს ფეხბურთელის მომდევნო გაყიდვიდან თანხის 10%-ს გადაუხდის.