ავტორიზაცია

ოფიციალურად: მილანმა მორიგი ტრანსფერი დახურა

ოფიციალურად: მილანმა მორიგი ტრანსფერი დახურა
თარიღი 15 Aug 2025, 17:41
მილანის ხელმძღვანელობა ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას აგრძელებს და მე-7 ფეხბურთელი დაიმატა.

მომდევნო სეზონიდან როსონერის ღირსებას ზაქარი ატეკამე დაიცავს, რომელიც იანგ ბოისში ირიცხებოდა და მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშობს.

იტალიურმა გრანდმა 20 წლის შვეიცარიელი მარჯვენა მცველის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადა, ხოლო თავად ფეხბურთელთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.