ოფიციალურად: მირალემ პიანიჩი მოსკოვის ცსკა-ს ფეხბურთელია

ბოსნიელი ფეხბურთელი, მირალემ პიანიჩი მოსკოვის ცსკა-ში გადავიდა - მან რუსულ კლუბთან 18-თვიანი კონტრაქტი გააფორმა.
პიანიჩი ბოლოს საუდის გაერთიანებულ საამიროებში, კერძოდ, შარჯაში ასპარეზობდა, რომელშიც ბარსელონადან გადავიდა.
მირალემს მეცში, ლიონში, რომაში, იუვენტუსსა და ბეშიქთაშშიც უთამაშია, ახლა კი კარიერას რუსეთის პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.
Miralem Pjanić's CSKA Moscow unveiling video has to be seen to be believed pic.twitter.com/SOMOKDyS8h
— COPA90 (@Copa90) September 26, 2024