ოფიციალურად: მუსა დიაბი ალ-იტიჰადში ითამაშებს

ფრანგი გარემარბი მუსა დიაბიმ "ასტონ ვილა" დატოვა და კარიერას "ალ-იტიჰადში" გააგრძელებს.
საუდის არაბულმა კლუბმა ტრანსფერი სოციალური ქსელის საშუალებით დაადასტურა.
25 წლის ფეხბურთელმა "ალ-იტიჰადთან" კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა.
ინსაიდერი ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ტრანსფერის ღირებულებამ 60 მილიონი ევრო შეადგინა.