ავტორიზაცია

ოფიციალურად: ნაბი კეიტა ბრემენის ვერდერში ითამაშებს

ოფიციალურად: ნაბი კეიტა ბრემენის ვერდერში ითამაშებს
თარიღი 09 ივნ 2023, 15:51
გვინეელმა ნახევარმცველმა ნაბი კეიტამ "ლივერპული" დატოვა და გერმანიის ჩემპიონატში გადავიდა.

ნახევარმცველმა ბრემენის "ვერდერთან" შრომითი ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა, ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იტყოჯინება.

"ვერდერი განსაკუთრებული კლუბია. მოუთმენლად ველი ჩემს ახალ როლს ბრემენში. კლუბი და მისი ფილოსოფია მომწონს. მე სწორი ნაბიჯი გადავდგი. “, - თქვა აფრიკელმა ტრანსფერზე.

კეიტა "ლივერპულში" 2018 წლიდან თამაშობდა. 2022/2023 წლების სეზონის ბოლოს 28 წლის ფეხბურთელს "მერსესაიდელებთან" არსებული კონტრაქტი ამოეწურა.