ავტორიზაცია

ოფიციალურად: პეპემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

ოფიციალურად: პეპემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თარიღი 08 აგვ 2024, 19:37
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, კეპლერ პეპემ საფეხბურთო კარიერის დასრულებაზე განაცხადა.

41 წლის პორტუგალიელის ანგარიშზე 878 მატჩი, 50 გოლი და 34 ტიტულია.

პეპემ კარიერის ძირითადი ნაწილი პორტუსა და რეალ მადრიდში გაატარა, მაგრამ მარიტიმუსა და ბეშიქთაშშიც უთამაშია. ის პორტუგალიის ნაკრების წევრი 2007-2024 წლებში იყო.

პეპეს პორტუსთან კონტრაქტი მიმდინარე ზაფხულში ამოეწურა, მაგრამ ის ევრო 2024-ზე შესანიშნავად თამაშობდა და ბევრი ვარაუდობდა, რომ კარიერას გააგრძელებდა.