ავტორიზაცია

ოფიციალურად: პოსტეკოღლუ ტოტენჰემის მთავარი მწვრთნელია

ოფიციალურად: პოსტეკოღლუ ტოტენჰემის მთავარი მწვრთნელია
თარიღი 06 ივნ 2023, 14:00
ავსტრალიელმა სპეციალისტმა ანგე პოსტეკოღლუმ, რომელიც შოტლანდიური "სელტიკის" მთავარი მწვრთნელი იყო, ინგლისის პრემიერ ლიგაში იმუშავებს. 

სპეციალისტი ამიერიდან ლონდონის "ტოტენჰემს" უხელმძღვანელებს.

როგორც "სპურსის" ოფიციალური საიტი იტყობინება, 57 წლის მწვრთნელთან გრძელვადიანი სამუშაო კონტრაქტი გაფორმდა, რომელიც 2027 წლის ზაფხულამდე იქნება გათვლილი.

შეგახსენებთ, რომ "ტოტენჰემმა" გასული სეზონი ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით დაიწყო. იტალიელი სპეციალისტის გათავისუფლების შემდეგ მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად რაიან მეისონი დაინიშნა.