ოფიციალურად: რობერტო მანჩინიმ საუდის არაბეთის ნაკრები დატოვა
საუდის არაბეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ პოსტი დატოვა — ინფორმაცია მხარეებმა ოფიციალურად დაადასტურეს.
59 წლის იტალიელი სპეციალისტი საუდის არაბეთის მთავარ მწვრთნელად 2023 წლის ზაფხულში დაინიშნა და ნაკრებმა მისი თავკაცობით ჩატარებული 18 მატჩიდან 7 მოიგო, 5 ფრედ დაასრულა და 6 წააგო.
შეგახსენებთ, რომ რობერტო მანჩინი საუდის არაბეთამდე იტალიის ნაკრებში მუშაობდა და გუნდთან ერთად 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მოგება მოახერხა. ამ ეტაპზე უცნობია სად გააგრძელებს კარიერას იტალიელი სპეციალისტი.