ავტორიზაცია

ოფიციალურად: რობერტო მარტინესმა ბელგიის ნაკრები დატოვა - რა სტატისტიკით დაემშვიდობა გუნდს ესპანელი სპეციალისტი?

ოფიციალურად: რობერტო მარტინესმა ბელგიის ნაკრები დატოვა - რა სტატისტიკით დაემშვიდობა გუნდს ესპანელი სპეციალისტი?
თარიღი 01 დეკ 2022, 22:09
მუნდიალზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ, ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რობერტო მარტინესი ოფიციალურად გადადგა.

ამის შესახებ ესპანელმა სპეციალისტმა მატჩის შემდეგ თავადვე განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ტურნირის დაწყებამდე იქნა მიღებული, რომ მსოფლიოს შემდეგ ის გუნდს დატოვებდა, ახლა კი ოფიციალურადაც დადასტურდა.

ბელგიის ნაკრებს მარტინესი 2016 წელს ჩაუდგა სათავეში და ამ ექვს წელიწადში 80 მატჩში გაუძღვა გუნდს, რომლებიდანაც 56 მოიგო, 13 ფრედ დაასრულა და 11-ჯერ დამარცხდა.

დიდ ტურნირებზე მისი საუკეთესო შედეგი კი 2018 წლის მუნდიალის მესამე ადგილი გახდა.