ავტორიზაცია

ოფიციალურად: რონალდ კუმანი სამწვრთნელო საქმიანობას კარგად ნაცნობ ადგილას გააგრძელებს

ოფიციალურად: რონალდ კუმანი სამწვრთნელო საქმიანობას კარგად ნაცნობ ადგილას გააგრძელებს
თარიღი 23 იან 2023, 23:37
რონალდ კუმანი ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ოფიციალურად დაბრუნდა.

59 წლის სპეციალისტმა სამეფო საფეხბურთო კავშირთან კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა და ამ პოსტზე ლუი ვან გაალი ჩაანაცვლა.

კუმანი ეროვნული ნაკრების მწვრთნელის თანამდებობას 2018-2020 წლებში იკავებდა, საიდანაც შემდეგ „ბარსელონაში“ წავიდა.

2022 წლის მუნდიალზე ნიდერლანდები ვან გაალთან ერთად მეოთხედფინალამდე მივიდა, სადაც არგენტინასთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

კუმანი რომ მსოფლიოს შემდეგ ვან გაალს ამ თანამდებობაზე ჩაანაცვლებდა, ჯერ კიდევ აპრილში გაირკვა.