ავტორიზაცია

ოფიციალურად: როს ბარკლი ლუთონის ფეხბურთელია

ოფიციალურად: როს ბარკლი ლუთონის ფეხბურთელია
თარიღი 09 Aug 2023, 21:30
"ლუთონ თაუნმა" ოფიციალურ ვებგვერდზე ნახევარმცველი როს ბარკლის ტრანსფერი გამოაცხადა. 

29 წლის ფეხბურთელი "ლუთონში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

ბარკლი ბოლოს "ნიცაში" თამაშობდა. მანამდე ნახევარმცველი "ევერტონში", "ჩელსიში", "ასტონ ვილაში", "შეფილდში" და "ლიდსში" გამოდიოდა.

"ლუთონ თაუნისთვის" მომავალი სეზონი პრემიერ ლიგაში სადებიუტო იქნება. პირველ ტურში გუნდი სტუმრად "ბრაიტონს" დაუპირისპირდება. მატჩი შაბათს, 12 აგვისტოს გაიმართება.