ავტორიზაცია

ოფიციალურად: სამუ ომოროდიონი პორტუს ფეხბურთელია

ოფიციალურად: სამუ ომოროდიონი პორტუს ფეხბურთელია
თარიღი 24 Aug 2024, 03:48
ცოტა ხნის წინ საკმაოდ მოულოდნელი ინფორმაცია გავრცელდა - სამუ ომოროდიონი პორტუს ფეხბურთელია.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, პორტუსა და ატლეტიკოს შორის გაფორმებული კონტრაქტის დეტალები ასეთია:

◉ პორტუგალიური კლუბი ატლეტიკოს ესპანელი თავდამსხმელის 50%-ის სანაცვლოდ €15 მილიონს გადაუხდის.
◉ 2025 წელს პორტუს +15%-ის ყიდვა €5 მილიონად შეეძლება.
◉ 2026 წელს კი ამავე თანხად დამატებით 15%-ს შეძენის უფლება აქვს.
◉ ომოროდიონმა "დრაკონებთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მისი გამოსასყიდი თანხა კი €100 მილიონია.

იტალიელი ჟურნალისტის თანახმად, ეს ტრანსფერი პორტუს პრეზიდენტის, ანდრე ვილაშ-ბოაშის პირადი დამსახურებაა.

რამდენიმე კვირის წინ 20 წლის ცენტრფორვარდი ჩელსიში გადასვლასთან ახლოს იყო, მაგრამ ტრანსფერი ჩაიშალა.