ავტორიზაცია

ოფიციალურად: სასწაული ვერ მოხდა - სადიო მანე მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს

ოფიციალურად: სასწაული ვერ მოხდა - სადიო მანე მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
თარიღი 17 ნოე 2022, 23:41
სენეგალის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ნაკრების ლიდერი სადიო მანე მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს.

შემტევმა ტრავმა „ბაიერნში“ მიიღო, თუმცა მიუხედავად ამისა განაცხადში მაინც მოხვდა, რადგან იმედი ჰქონდა, რომ მუნდიალის დაწყებამდე მწყობრში დაბრუნებას მოახერხებდა.

თუმცა, დღეს ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ფეხბურთელი დაზიანების მოშუშებას ვერ ასწრებს და ამრიგად, მუნდიალსაც სრულად გამოტოვებს.

მსოფლიო ჩემპიონატზე სენეგალის ნაკრები ნიდერლანდებს, ყატარს და ეკვადორს დაუპირისპირდება.