ოფიციალურად: სერია ა-ში კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს!
ოფიციალურად დადასტურდა, რომ იტალიის სერია ა-ში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს.
ქუთაისის "ტორპედოს" ახალგაზრდა მცველი საბა გოგლიჩიძე კარიერას "ემპოლიში" გააგრძელებს.
კლუბმა ის დღეს წარადგინა, გუნდთან ერთად ვარჯიშს დაიწყებს და მომდევნო მატჩებისთვის სათამაშოდ მზად იქნება.
შეგახსენებთ, რომ იტალიის რანგით უმაღლეს ლიგაში გოგლიჩიძის გარდა კვარაცხელია და კვერნაძე თამაშობენ.