ოფიციალურად: სერჟი რობერტომ ბარსელონა დატოვა
ბარსელონამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბში გატარებული 18 წლის შემდეგ, სერჟი რობერტომ გუნდი დატოვა.
"ამაყი ვარ, რომ ამ 18 წლის განმავლობაში ყველაფერი გავიღე და ჩემი ცხოვრების კლუბის კაპიტანი ვიყავი," - განაცხადა 32 წლის უნივერსალმა.
სერჟი რობერტო ლა მასიას 2006 წელს შეუერთდა. 2009 წელს ის ბარსელონას სარეზერვო გუნდში დააწინაურეს, 1 წლის შემდეგ კი დებიუტი პირველ გუნდშიც ჰქონდა.
კატალონიელ ფეხბურთელს "ბლაუგრანასთან" კონტრაქტი მიმდინარე ზაფხულში ამოეწურა და მხარეები თანამშრომლობის არგაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, რობერტო გუნდს სამშაბათს, კამპ ნოუზე გამოემშვიდობება.
ამავე წყაროს ცნობით, სერჟის რამდენიმე შეთავაზება აქვს, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. მისი ოცნება პრემიერ ლიგაა.
ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ რობერტოს მიმართ ინტერესს ფიორენტინა და აიაქსი იჩენენ.