ავტორიზაცია

ოფიციალურად: სეზონის ბოლოს ლუკა მოდრიჩი რეალს დატოვებს

ოფიციალურად: სეზონის ბოლოს ლუკა მოდრიჩი რეალს დატოვებს
თარიღი 23 May 2025, 00:45
ლუკა მოდრიჩის და რეალის 13 წლიანი ისტორია სრულდება — სეზონის ბოლოს 39 წლის ხორვატი სამეფო კლუბს დატოვებს.

"ცხოვრებაში ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. შაბათს, სანტიაგო ბერნაბეუზე ბოლო მატჩს ჩავატარებ. რეალში თამაშმა ჩემი, როგორც ფეხბურთელის და პიროვნების ცხოვრება შეცვალა. ბედნიერი ვარ, რომ ვიყავი ისტორიაში საუკეთესო გუნდის ყველაზე წარმატებული პერიოდის ნაწილი" — ლუკა მოდრიჩი.

შეგახსენებთ, რომ ლუკა მოდრიჩი რეალის ღირსებას 2012 წლიდან იცავს და კლუბის მაისურით ჩატარებულ 590 შეხვედრაში 43 გოლი გაიტანა და 95 ასისტი გაიფორმა.

მოდრიჩის ტიტულები რეალში

4X ესპანეთის ლა ლიგა
2X ესპანეთის თასი
5X ესპანეთის სუპერ თასი
6X უეფას ჩემპიონთა ლიგა
5X უეფას სუპერ თასი
5X ფიფას საკლუბო ჩემპიონატი