ოფიციალურად: უოტფორდმა გიორგი ჩაკვეტაძე გამოისყიდა

უოტფორდმა გიორგი ჩაკვეტაძე გამოისყიდა - ინფორმაცია ინგლისურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქართველმა შემტევმა კლუბთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ინგლისში 2027 წლამდე დარჩება.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე უოტფორდში სეზონის დასაწყისში იჯარის წესით გადავიდა და 25 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გაიფორმა.