ოფიციალურად: ჟოაუ კანსელუ კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს

ჟოაუ კანსელუ ბარსელონას ფეხბურთელია — აღნიშნული ინფორმაცია კატალონიურმა გრანდმა ოფიციალურად დაადასტურა.
მხარეებს შორის 6-თვიანი საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა, ხოლო რაც შეეხება სათამაშო ნომერს, პორტუგალიელმა 2 ნომერი შეარჩია.
შეგახსენებთ, ჟოაუ კანსელუ ბარსელონას ღირსებას 2023-24 წლებშიც იცავდა, რა დროშიც 42 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და 5 ასისტი გაიფორმა.

