ავტორიზაცია

ოლექსანდრ ზინჩენკო: არსენალს პრემიერ ლიგის მოსაგებად სიტისთვის მიბაძვა არ სჭრიდება

ოლექსანდრ ზინჩენკო: არსენალს პრემიერ ლიგის მოსაგებად სიტისთვის მიბაძვა არ სჭრიდება
თარიღი 26 ივლ 2024, 19:35
მანჩესტერ სიტის ყოფილი და ლონდონის არსენალის ამჟამინდელი ფეხბურთელი, ოლექსანდრ ზინჩენკო საინტერესო კომენტარს აკეთებს.

"არ ვფიქრობ, რომ პრემიერ ლიგის მოსაგებად მანჩესტერ სიტისთვის მიბაძვა გვჭირდება. რა თქმა უნდა, ამ მომენტში ისინი, ალბათ, მსოფლიოში საუკეთესოები არიან.

ბოლო წლებში  "ქალაქელთა" მიერ მოგებული ტიტულები და სტატისტიკა გასაოცარია. საუკეთესოს ყოველთვის უნდა შეხედო, მაგრამ მათნაირი არ უნდა იყო - ჩვენ სიტის უნდა ვაჯობოთ," - ციტირებს უკრაინელის სიტყვებს Daily Mail.

მიუხედავად იმისა, რომ არსენალს ბოლო ორ სეზონში პრემიერ ლიგის სტარტზე დიდი უპირატესობა ჰქონდა, მანჩესტერ სიტიმ მათი დამარცხება შეძლო. მომდევნო სეზონში, პეპ გვარდიოლას გუნდისთვის კონკურენციის უფრო კარგად გასაწევად, "მეთოფეებს" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობა დასჭირდებათ.

ზინჩენკო მანჩესტერ სიტის ფეხბურთელი 2016-2022 წლებში იყო, რა დროის განმავლობაშიც პრემიერ ლიგა 4-ჯერ მოიგო. 2022 წლის ზაფხულში ის 35 მილიონ ევროდ არსენალში გადავიდა.