ოლიმპიაკოსი ნაპოლის მცველით ინტერესდება
"ნაპოლის" მცველმა, კოსტას მანოლასმა კარიერა შეიძლება საბერძნეთში გააგრძელოს, წერს La Repubblica.
გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლის ბერძენი "ოლიმპიაკოსს" სურს, რომელსაც მისი დაბრუნება უნდა.
თუმცა, პრობლემად შესაძლოა ის იქცეს, რომ მანოლასის შემცვლელად "ნაპოლის" ბევრი კანდიდატი არ ჰყავს.
მანოლასი "ოლიმპიაკოსში" 2012 წლიდან 2014 წლამდე ირიცხებოდა. გასულ სეზონში მან ნეაპოლელთა რიგებში 33 მატჩი ჩაატარა.