ოლივიე ჟირუ ევროპაში ბრუნდება?

სპორტული გამომცემლობის FootMercato-ს ინფორმაციით, ოლივიე ჟირუთი, ლიგა 1-ის გუნდი ლილი ინტერესდება.
გუნდსა და ფეხბუთელს შორის მოლაპარაკებები საბოლოო ეტაპზეა, თავად ჟირუმაც დაადასტურა, რომ ევროპაში დაბრუნება მის გეგმებში შედის, ასე რომ დიდი შანსია ფრანგი მომავალ სეზონში, სწორედ ლილის შემადგენლობაში ვიხილოთ.
ფრანგი ფეხბურთლი ევროპიდან 2024 წელს წავიდა ამერიკაში და კარიერა ლოს ანჯელეს FC-ში გააგრძელა. 2024/25 წლების სეზონში მან MLS-ში 37 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.