ავტორიზაცია

ოლივიე ჟირუმ სანაკრებო კარიერა დაასრულა

ოლივიე ჟირუმ სანაკრებო კარიერა დაასრულა
თარიღი 10 Jul 2024, 14:54
გუშინ საფრანგეთის ნაკრებმა დაასრულა, ევროსაბიელზე ასპარეზობა. დიდი დეშამის გუნდი ნახევარფინალში ესპანეთთან დამარცხდა. გუშინ მოედანზე ოლივიე ჟირუ გამოჩნდა და მისთვის ეს უკანასკნელი შეხვედრა იყო ''მამლების'' მაისურით. დღეს ჟირუმ განაცხადო, რომ ის ასრულებს სანაკრებო კარიერას. ჟირუმ ეროვნულ გუნდში 137 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 57 გოლის გატანა მოახერხა, რაც საფრანგეთის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია. 

ჟირუმ საფრანგეთთან ერთად, მსოფლიოს ჩემპიონობა მოახერხა, ოთხჯერ ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე და თავი ყველას დაამახსოვრა, მასზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ითვლება ფრანგული ფეხბურთის ლეგენდად, ასევე სამჯერ მიიღო მონაწილეობა მსოფლიოს ჩემპიონატზე.