ავტორიზაცია

ოლმოს ბარსელონაში გადასვლა სურს

ოლმოს ბარსელონაში გადასვლა სურს
თარიღი 21 ივლ 2024, 12:10
ესპანეთის ნაკრებისა და "ლაიფციგის" ნახევარმცველი დანი ოლმო მზადაა "ბარსელონაში" დასაბრუნებლად. 

26 წლის ფეხბურთელმა ევრო 2024-ზე თავი გამოიჩინა და ლუის დე ლა ფუენტეს გუნდში ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე გახლდათ. 

ეპანური Sport-ის ცნობით, თავად შემტევი ნახევარმცველი "ბარსელონაში" გადასვლას ანიჭებს უპირატესობას. 

კატალონიურ გრანდს ტრანსფერი დაახლოებით 60 მილიონი ევრო დაუჯდება.