ავტორიზაცია

ონანა შიშობს, რომ აფრიკის თასზე წასვლამ შესაძლოა იუნაიტედის ძირითადიდან ამოაგდოს

ონანა შიშობს, რომ აფრიკის თასზე წასვლამ შესაძლოა იუნაიტედის ძირითადიდან ამოაგდოს
თარიღი 01 Dec 2023, 00:17
ანდრე ონანა შიშობს, რომ აფრიკის თასზე მისმა მონაწილეობამ შესაძლოა „მან იუნაიტედში“ მისი ადგილი შეარხიოს.

Manchester Evening News-ს ინფორმაციით, გოლკიპერი ფიქრობს, რომ ზამთარში კამერუნის ნაკრებში ასპარეზობა მას „მანჩესტერის“ სასტარტო შემადგენლობაში ადგილს შეურხევს.

თუ კამერუნი ფინალამდე მივა, რომელიც 11 თებერვალზეა ჩანიშნული, ონანამ შესაძლოა კლუბის 6 მატჩი გამოტოვოს.

ასეთ შემთხვევაში, კარში ალტაი ბაინდირი ჩადგება და ონანასთან კონკურენციის მოგებას შეეცდება.