ავტორიზაცია

"ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა" — ცნობილია როდის დაუბრუნდება მოედანს ოთარ კაკაბაძე

"ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა" — ცნობილია როდის დაუბრუნდება მოედანს ოთარ კაკაბაძე
თარიღი 29 Jan 2026, 22:40
როგორც კრაკოვიას ოფიციალური გვერდი წერს, ოთარ კაკაბაძეს აქილევსის მყესზე ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა და ქართველი ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს.

პირველადი ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ფლანგის მცველი დაახლოებით 3 თვეს იუქმებს, რის შემდეგაც მსუბუქად ვარჯიშს დაიწყებს და მოედანს ნელ-ნელა დაუბრუნდება.