"ოპტიმისტურად ვართ განწყობილი", - დიეგო გოდინი ისევ ახალ გუნდში გადადის
„ბეშიქთაშის“ ვიცე-პრეზიდენტმა და მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო გოდინთან კონტრაქტის გაფორმებაში დარწმუნება გამოთქვეს.
„ფეხბურთელმა დრო ითხოვა და ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი.“ - აღნიშნა ვიცე-პრეზიდენტმა ემრე კოჯადაგმა.
„გოდინს ორი წელია ვაკვირდებით და მისი გამოცდილება ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან წაგვადგება. გარდა ამისა, მისი შემტევი და დაცვითი თვისებები ჩვენს სათამაშო სტილს ძალიან მოუხდება.“ - დაამატა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სერჟენ იალჩინმა.
სტამბოლურმა კლუბმა გოდინს 2-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. „კალიარი“ გოდინის გაშვების წინააღმდეგი მისი მაღალი ხელფასის გამო სულაც არ არის.
„ატლეტიკოდან" კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, გოდინი „ინტერში" გადავიდა, სადაც მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა და ამის შემდეგ „კალიარის" მიაშურა, რომელშიც ასევე ჯერ მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა.