ავტორიზაცია

ოქროს ბურთის კენჭისყრაში რამდენი ქულით აჯობა მესიმ ჰოლანდს?

ოქროს ბურთის კენჭისყრაში რამდენი ქულით აჯობა მესიმ ჰოლანდს?
თარიღი 04 ნოე 2023, 09:20
France Football-მა წლევანდელი ოქროს ბურთის კენჭისყრის შედეგები გამოაქვეყნა. 

პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესი გადა, რომელმაც 462 ქულა დააგროვა.

36 წლის ფორვარდმა 105 ქულით გაუსწრო ერლინგ ჰოლანდს, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა. ნორვეგიელს 357 ქულა აქვს. 
მესამე ადგილზე გავიდა კილიან მბაპე, რომელსაც 270 ქულა აქვს.

მეოთხე ადგილზე გასულმა კევინ დე ბრუინმა 100 ქულა დააგროვა, ხუთეული როდრიმ როდრიმ 57 ხმით დახურა.