ავტორიზაცია

ოქროს ბურთის მოგების 5 მთავარი კანდიდატი

ოქროს ბურთის მოგების 5 მთავარი კანდიდატი
თარიღი 12 ივლ 2021, 19:18

საფეხბურთო სეზონი ახლა ოფიციალურად დასრულებულია და ოქროს ბურთის პოტენციურ კანდიდატებზე საუბარმა კიდევ უფრო მოიმატა.

ესპანურმა გამოცემა Marca-მ შეადგინა 5 ფეხბურთელისგან შემდგარი სია, რომლებიც, მისი აზრით, ოქროს ბურთის მოგების მთავარი კანდიდატები არიან.

ლიონელ მესი

ოფიციალურად უგუნდოდ მყოფი ფეხბურთელი სერიოზული კანდიდატია მას შემდეგ, რაც კოპა ამერიკა მოიგო და არგენტინას 1993 წლის შემდეგ პირველი ოქრო მოუტანა.

მესიმ უკვდავობა არგენტინაშიც მოიპოვა - ისევე, როგორც ეს ჯერ კიდევ წლების წინ „ბარსელონაში“ გააკეთა. 2021 წელს, კატალონიური გუნდის ლიდერი საუცხოო ფეხბურთს თამაშობს.

ჟორჟინიო

გაიტალიელებული ბრაზილიელი ნახევარმცველი, რომელიც ისტორიაში მხოლოდ მე-10 ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთ სეზონში მოახერხა ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ჩემპიონატის მოგება.

„ჩელსიშიც“ და იტალიაშიც ჟორჟინიო საკვაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა და ესპანური გამოცემა ვარაუდობს, რომ საუკეთესოების ჩამოთვლისას, ჟორჟინიო ხსენებას ნამდვილად იმსახურებს.

ჰარი კეინი

ინგლისს რომ ევრო 2020 მოეგო, კეინი ამ პრიზის მოგების რეალური კანდიდატი იქნებოდა. „ტოტენჰემის“ ფორვარდს ევროპის ჩემპიონატზე მძიმე დასაწყისი ჰქონდა, თუმცა პლეი-ოფში მან აიშვა და დიდებულადაც ათამაშდა.

თუმცაღა, ფინალში მან ჯორჯო კიელინის და ლეონარდო ბონუჩის ვერაფერი დაუპირისპირდა. მიუხედავად ამისა, ინგლისელს კარგი ზაფხული და იქამდე, ინდივიდუალურ „ტოტენჰემშიც“ საუცხოო სეზონი ჰქონდა.

რობერტ ლევანდოვსკი

პოლონელს დასავიწყებელი ჰქონდა ევროპის ჩემპიონატი, თუმცა „ბაიერნში“ მისი ასპარეზობა ზედიზედ მეორე სეზონია აღნიშვნის ღირსი ნამდვილად არის.

ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგის მრავალწლიანი რეკორდი დაამხო და 41 გოლი გაიტანა, თუმცა, გერმანიაში საუკეთესო ფეხბურთელის წოდება რატომღაც მაინც ერლინგ ჰოლანდთან დათმო.

ჯორჯო კიელინი

იტალიელი მცველის მოგება ამ სიაში ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა მისი ასპარეზობა ევრო 2020-ზე ნამდვილად სერიოზულ აღიარებას იმსახურებს. ვეტერანმა მცველმა ლეო ბონუჩისთან და ჯანლუიჯი დონარუმასთან ერთად ნამდვილი კედელი ჩამოაყალიბა და აშკარაა, რომ აძურა ევროპის ჩემპიონობას მის გარეშე ვერ მოიპოვებდა.

არცერთ მცველს არ მოუგია ოქროს ბურთი მას შემდეგ, რაც 2006 წელს, მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ, ეს ფაბიო კანავარომ გააკეთა და ვინ იცის, იქნებ, ყველაფრის შეცვლის დრო ახლაა. თუმცა, ჯორჯოს წინააღმდეგ მის მიერ ჩატარებული არაფრით გამორჩეული საკლუბო სეზონი მოქმედებს.