ორი ავტოგოლი, 2 გატანილი და 1 გაცუდებული პენალტი - ძმები ინძაგების დერბი და 5:3 [VIDEO]
სერია ა-ს 31-ე ტურში „ლაციომ“ და „ბენევენტომ“ უხვგოლიანი თრილერი მოაწყვეს - რომაულმა გუნდმა 5:3 იმარჯვა.
მე-10 წუთზე სიმონე ინძაგის გოლი ავტოგოლით დაწინაურდა, 20-ზე ჩირო იმობილემ სხვაობა ორამდე გაზარდა, 36-ზე კი კორეამ პენალტი ზუსტად შეასრულა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა.
ტაიმის მიწურულს „ბენევენტომ“, რომელსაც სიმონე ინძაგის ძმა, ფილიპო ინძაგი წვრთნის, ერთი გოლი გაქვითა და თამაშში დაბრუნდა, თუმცა მეორე ტაიმის საწყის წუთებზევე „ბენევენტომ“ კიდევ ერთი ავტოგოლი მიითვალა და 3-ბურთიანი სხვაობა აღადგინა.
55-ე წუთზე ჩირო იმობილემ თერთმეტმეტრიანი გააცუდა და ანგარიში 5:1 ვერ გახადა.
63-ე წუთზე ვიოლამ ერთი ბურთი გაქვითა, 85-ზე კი გლიკმა კიდევ ერთი გოლი შეაგდო და ინტრირა საბოლოოდ დააბრუნა.
„ლაციოსთვის“ საბედნიეროდ, ბოლო სიტყვა მატჩში მაინც ამ გუნდმა თქვა, 90+6 წუთზე ჩირო იმობილემ დუბლი მიითვალა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.