ავტორიზაცია

ორი დუბლი, განადგურებული ეიბარი და ატლეტიკომ რეალ-ბარსასთან სხვაობა კვლავ გაზარდა [VIDEO]

ორი დუბლი, განადგურებული ეიბარი და ატლეტიკომ რეალ-ბარსასთან სხვაობა კვლავ გაზარდა [VIDEO]
თარიღი 18 აპრ 2021, 20:13

ესპანეთის ჩემპიონატის 33-ე ტურის ეგიდით, მადრიდის "ატლეტიკომ" "ვანდა მეტროპოლიტანოზე" "ეიბარს" უმასპინძლა.

აღნიშნული დაპირისპირება "როხიბლანკოს" გამანადგურებელი გამარჯვებით დასრულდა - 5:0.

ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს, 42-ე წუთზე გაიხსნა - სტუმართა კარი ანხელ კორეამ აიღო, ზუსტად ორ წუთში კი ურუგვაელმა დუბლი გაიფორმა და მადრიდელთა უპირატესობა გაზარდა.

მეორე ტაიმის სტარტზე, 49-ე წუთზე, იანიკ კარასკომ სხვაობა გამანადგურებელი გახადა. 53-ე წუთზე, მარკოს ლორენტემ "ეიბარს" მეოთხე გოლი გაუტანა.

საბოლოო შედეგი 68-ე წუთზე ლორენტემ დააფიქსირა, რომელმაც კორეას მსგავსად დუბლი შეასრულა.

ამ გამარჯვების შემდეგ, "ატლეტიკო" ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 70 ქულით ერთპიროვნული ლიდერია, "რეალს" ოთხი, ხოლო "ბარსელონას" ხუთი ქულით უსწრებს, თუმცა "სამეფო კლუბსა" და "ბლაუგრანას" ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

ვიდეომიმოხილვა