ავტორიზაცია

ორი მოგება ვაზარით! ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიადის 1/4-ფინალშია

ორი მოგება ვაზარით! ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიადის 1/4-ფინალშია
თარიღი 26 ივლ 2021, 09:36

2012 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე უკვე ორი შეხვედრის მოგება მოახერხა და მეოთხედფინალში გავიდა.

დღეს, მამაკაცთა -73 კგ წონით კატეგორიაში მიმდინარეობს ბრძოლები, სადაც საქართველოს სახელით სწორედ მსოფლიოს, ევროპის და ოლიმპიური ჩემპიონი გამოდის.

პირველ ბრძოლაში ლაშას მეტოქე ფრანგი გილომ ჩაინე იყო, რომელსაც შავდათუაშვილმა ვაზარით მოუგო და შემდეგ ეტაპზე გასვლა გაინაღდა.

1/8-ფინალში უკვე ლეგენდად ქცეული 29 წლის სპორტსმენი კი ჯიბუტელ ადენ-ალექსანდრ ჰუსენს შეხვდა და მისი დამარცხებაც ვაზარით მოახერხა.

ამრიგად, ნახევარფინალში გასვლისთვის ლაშა შავდათუაშვილი არტურ მარგელიდონს დაუპირისპირდება, რომელსაც აქამდე მხოლოდ ერთხელ შეხვდა და მისი დამარცხება მოახერხა.