ორი მოგებული ევროტურნირი ერთ სეზონში — ანტონის უნიკალური შანსი

მანჩესტერ იუნაიტედის გარემარბს, ანტონის, რომელიც იჯარის წესით ბეტისის ღირსებას იცავს, მიმდინარე სეზონში უნიკალური შედეგის დაფიქსირების შანსი აქვს.
25 წლის ბრაზილიელი შესაძლოა ერთ სეზონში ორი ევროტურნირის გამარჯვებული გახდეს — ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ევროპა ლიგას მანჩესტერ იუნაიტედი, ხოლო კონფერენს ლიგას ბეტისი მოიგებს.
სეზონის პირველ ნახევარში, ანტონი მანჩესტერში ირიცხებოდა და ევროპა ლიგის მატჩებშიც მიიღო მონაწილეობა. შესაბამისად, წითელი ეშმაკების ტრიუმფის შემთხვევაში, მედალს ისიც მიიღებს. ზამთარში კი იჯარის წესით ბეტისში გადავიდა და ესპანურ კლუბთან ერთად კონფერენს ლიგის მოგების შანსი აქვს.
ევროპა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში, მანჩესტერ იუნაიტედმა გასვლაზე ბილბაო 3-0 დაამარცხა და ფაქტობრივად გაინაღდა ფინალის საგზური. ბეტისმა კი კონფერენს ლიგის 1/2 ფინალში ფიორენტინას 2-1 აჯობა და განმეორებითი მატჩის წინ მცირე უპირატესობა მოიპოვა.