ორივე კლუბისთვის სარეკორდო ტრანსფერი - ალექსანდრ ისაკი პრემიერ ლიგაში გადავიდა
შვედი ფორვარდი ალექსანდრ ისაკი კარიერას ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.
„ნიუკასლმა“ 22 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა, კლუბის განცხადებით, მან გუნდთან მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „კაჭკაჭები“ ისაკის სანაცვლოდ 65+5 მილიონი ევრო გადაიხადა - ეს სარეკორდო გაყიდვაა „სოსიედადისთვის“ და ასევე სარეკორდო შენაძენია „ნიუკასლისთვისაც“.
გასულ სეზონში ისაკმა ლა ლიგის 32 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა, ახალ გუნდში ის 14-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
Transfermarkt ისაკს 30 მილიონ ევროდ აფასებს, ის 2019 წლის ივლისში „დორტმუნდიდან“ „სოსიედადში“ 15 მილიონ ევროდ გადავიდა.