ორმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვეტილია - მილანმა შინ იმარჯვა და ოთხეულში დაბრუნდა [VIDEO]
სერია ა-ს 34-ე ტურში „მილანმა“ შინ „ბენევენტო“ 2:0 დაამარცხა.
მატჩში ანგარიში მე-6 წუთზე, ჰაკან ჩალჰანოღლუმ გახსნა, პირველ ტაიმში მეტი გოლი აღარ გასულა. შეხვედრაში წერტილი კი ტეო ერნანდესმა მე-60 წუთზე დასვა და „მილანს“ ზედიზედ ორი წაგების შემდეგ გამარჯვება მოუტანა.
ამრიგად, „მილანმა“ 69 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში დროებით მე-2 ადგილზე გადაინაცვლა. თუმცა, არ არის გამორიცხული, ტურის ბოლოს „როსონერი“ ისევ მე-5 ადგილზე აღმოჩნდეს.