ავტორიზაცია

ოსიმენი პსჟ-ში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა

ოსიმენი პსჟ-ში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა
თარიღი 11 აპრ 2024, 13:42
"ნაპოლის" თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი ფრანგულ "პსჟ"-ში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. 

როგორც ნეაპოლური გამოცემა Il Mattino ირწმუნება, პარიზელები ნიგერიელთან ოთხწლიანი კონტრაქტის პირობებზე შეთანხმდნენ. 

ლუის ენრიკეს გუნდი ასევე დათანხმდა ფორვარდში ტრანსფერში 120 მილიონი ევროს გადახდას. 

ოსიმენი პარიზში წელიწადში 13 მილიონ ევროს გამოიმუშავებს - ეს თითქმის იგივეა, რასაც ვიქტორი "ნაპოლიში" არსებული კონტრაქტით გამოიმუშავებს.

25 წლის ოსიმენმა მიმდინარე სეზონში სერია A-ში 12 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.