ოსიმენის საგა გრძელდება — სად გააგრძელებს კარიერას ნიგერიელი ფორვარდი?

ვიქტორ ოსიმენის იჯარა გალათასარაიში სრულდება და ფეხბურთელი ნაპოლიში დაბრუნდება, თუმცა, ნეაპოლელები მის გაყიდვას გეგმავენ.
იტალიური მედიის ცნობით, ფეხბურთელის წარმომადგენლები რამდენიმე კლუბთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს, მათ შორის განიხილებოდა საუდის არაბეთში ტრანსფერიც, თუმცა, მხარეები კონტრაქტზე ვერ შეთანხმდნენ.
არის შანსი, რომ ვიქტორ ოსიმენი გალათასარაიში დაბრუნდეს და გუნდთან კონტრაქტი გააფორმოს — მხარეები აღნიშნულ ტრანსფერზეც მუშაობენ, თუმცა, აქაც მთავარი პრობლემა ხელფასია. წინ თითქმის სამ თვიანი სატრანსფერო პერიოდია და დიდი შანსია, ნიგერიელთან მოლაპარაკებები სხვა კლუბებმაც დაიწყონ.