ავტორიზაცია

ოსკარ მინგესა: ჩავის არ მოვწონდი

ოსკარ მინგესა: ჩავის არ მოვწონდი
თარიღი 22 Nov 2024, 15:20
ბარსელონას ყოფილმა და სელტას ამჟამინდელმა ფეხბურთელმა, ოსკარ მინგესამ ჩავი ერნანდესზე ისაუბრა. 

"ჩავის კარგად ვერ შევეწყვე. ალბათ, მას არ მოვწონდი. მითხრა, რომ 10 მატჩს ვითამაშებდი. არც მე ვფიქრობ, რომ საუკეთესო მენტალიტეტი მქონდა და ბარსა დავტოვე, რათა მოტივაცია კვლავ მეპოვნა, ფეხბურთისგან სიამოვნება მიმეღო და განვვითარებულიყავი," - განაცხადა მინგესამ.

ჩავი ბარსელონას 2021-2024 წლებში წვრთნიდა, მინგესა კი კატალონიელთა პირველ გუნდში 2020-2022 წლებში ირიცხებოდა. ჩავის ხელში მან მხოლოდ 14 შეხვედრა ჩაატარა.