ოთარ კაკაბაძე პოლონეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

პოლონეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში "კრაკოვია" საკუთარ მოედანზე "ლოძის" დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.
საქართველოს ნაკრების მცველმა აღნიშნულ შეხვედრაში ბრწყინვალე გოლი გაიტანა.
ქართველ ფეხბურთელს წარმატებული გამოსვლა დაუფასდა და ექსტრაკლასას ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
