ავტორიზაცია

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
თარიღი 18 Aug 2025, 17:33
Sofascore-მა ავსტრიის ბუნდესლიგის მე-3 ტური შეაჯამა და სიმბოლური თერთმეტეული შეადგინა, სადაც ოთარ კიტეიშვილიც მოხვდა.

გრაცის შტურმის 29 წლის ქართველმა ნახევარმცველმა რიდის წინააღმდეგ 87 წუთი ითამაშა, დუბლი შეასრულა და 9,4 ქულიანი შეაფასება დაიმსახურა.


შტურმს სამი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და მე-5 ადგილზე იმყოფება. ავსტრიის ბუნდესლიგის მომდევნო ტურში ქართველი ფეხბურთელის გუნდი ტიროლს საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს.