ავტორიზაცია

ოთხი რეალური მსურველი - სერხიო აგუერო ეტიჰადს ტოვებს?!

ოთხი რეალური მსურველი - სერხიო აგუერო ეტიჰადს ტოვებს?!
თარიღი 23 თებ 2021, 19:35
„მან.სიტის“ ვარსკვლავური შემტევი ძალიან მოთხოვნადია.

The Mirror-ის ინფორმაციით, „ბარსელონამ“, „პსჟ-მ“, „ინტერმა“ და „იუვენტუსმა“ სერხიო აგუეროს დამატების სურვილი გამოთქვეს.

ოთხივე ეს გუნდი დაუკავშირდა ფეხბურთელის აგენტს და შესაძლო ტრანსფერზე გაესაუბრა. თუმცა, აგუეროს წარმომადგენელთა პასუხი ჯერჯერობით უცნობია.

კუნს „სიტისთან“ კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება და ჯერჯერობით, მხარეებს მოლაპარაკებები არც დაუწყიათ. შესაბამისად, დიდია ალბათობა, რომ 10-წლიანი კარიერის შემდეგ, სერხიო აგუერომ „ეტიჰადი“ წელს უფასოდ დატოვოს.