ავტორიზაცია

ოთხთა ფინალი გერმანიის დედაქალაქ ბერლინში

ოთხთა ფინალი  გერმანიის დედაქალაქ ბერლინში
თარიღი 24 მაი 2024, 17:08
დღეს, 20:00 - ზე  გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ''ულმ არენაზე'' ევროლიგის ოთხთა ფინალი დაიწყება: პანათინაიკოსი, ოლიმპიაკოსი, ფენერბაჩე და მადრიდის რეალი - ეს ის ოთხი გუნდი, რომელმაც მოახერხა ბერლინის საგზურის მოპოვება. დღეს ორი შეხვედრა გაიმართება ხოლო კვირას კი მატჩი მესამე ადგილისთვის და რა თქმა უნდა ფინალი. განვიხილოთ მეტოქეების შანსები ამჟამინდელი ფორმით.

პანათინაიკოსი - ფენერბახჩე - ბერძნულმა კლუბმა რეგულარული სეზონი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა, 23 გამარჯვება და 11 მარცხი ესეთი იყო მწვანეების შედეგი. გუნდმა ორგანიზებული და შეთამაშებული გუნდის ჩთაბეჭდილება დატოვა. კოსტას სლუკასი და მატიას ლესო გუნდის ლიდერები არიან. პანათინაიკოსი გუნდური თამაშით გამოირჩევა. საფლეიოფო სტადიაზე ბერძნებს სუპერ სერია ჰქონდათ ტელავივის მაკაბისთან, სერია არაერთხელ დატრიალდა, ყველა მატჩი დაძაბული და საინტესერო გამოდგა, მაგრამ ერგინ ათამანის გუნდმა მოახერხა სერიის მოგება და ბერლოინში გამგზავრება. პანათინაიკოსმა ევროლიგა ექვსჯერ მოიგო ბოლოს გამარჯვება 13 წლის წინ მოახერხეს და ბერძენი ქომაგები მოუთენლად ელიან ნანატრ ტიტულს. 

თურქეთის წარმომადგენელიც მოხვდა ბერლიონში სტამბულის  ''ფენერბახჩე'' სეზონის სტარტზევე ჩუმ ფაორიტად მოიაზრებოდა. სტამბულელებმა სეზონი საკმაოდ მძიმედ და არასტაბილურად დაიწყეს, იყო იმის საშიშროებაც, რომ გუნდი საუკეთესო ექვსეულში ვერ მოხვედრილიყო, მაგრამ სეზონის მეორე ნახევარში თამაში დაასტაბილურეს და შეთამაშება მოახერხეს. შავ ყვითლებს მეგა გამოცდილების მქონე ნიკ კალატესი ჰყავთ ბერძენ კალათურთელს პირადად შეუძლია მატჩის მოგება. ასევე გამოსაყოფია ჯონათან მოტლი, რომელიც ტრამვის მერე დაბრუნდა და რა თქმა უნდა ნაიჯელ დევისი, რომელმაც ამ სეზონში ევროლიგის რეკორდი დაამყარა და სწორედ ''ულმ არენაზე'' 50 ქულა ჩააგდო. თურქებმა ურთულესი ბარიერი გადალახეს 5 შეხვედრისგან შემდგარი სერია მონაკოსთან. ისე მოხვნენ აქ. ფავორიტის გამოყოფა რთულია შეხვედა ერთი მატჩისგან შედგება და ვის დარჩება კვირა დღის ფინალის საგზური ამის განსაზღვრა ძალიან, რთულია. სტამბულელებს ერთადერთხელ აქვთ მოგებული ეს ტიტული 2016 - 2017 წლების სეზონში.

ცალკე გამოსაყოფია ამ კლუბების გულშემატკივრები, ორი გამორჩეული და დიდი კულტურის მქონე ფან დაჯგუფებები, რომლებიც რა თქმა უნდა ბერლინში გუნდებს გაყვნენ. დიდია იმის შანსი, რომ სწორედ გულშემატკივრების ფაქტორმა გადაწონოს დღევანდელი თამაშის გამარჯვებულის ბედი. 

რეალი - ოლიმპიაკოსი - მოქმედი ჩემპიონი და ევროლიგის რეკორდსმენი მადრიდის რეალი გერმანიის დედაქალაქში ფავორიტის სტატუსით ჩადის. სამეფო კლუბი რეგულარულის ჩემპიონია და ულამაზეს, შემტევ და ტაქტიკურად ძლიერ კალათბურთს თამაშობს. თეთრებს უძლიერესი შემადგენლობა ჰყავთ. ლიგის საუკეთესო დამცველი ედი ტავარეში, ვეტერანი სერხიო ლული, რომელიც 198 ქულით ოთხთა ფინალის ისტორიაში მეორე საუკეთესო ბომბარდირია, მარიოა ჰეზონია, ფაკუნდო კამპაცო და დზაგან მუსა. მადრიდელები ამ კალათბურთელების ხარჯზე მთავარ ფაორიტებად მოიაზრებიან, ესპანელებმა პლეიოფის პირველ რაუნდში ესპანურ დერბიში ბასკონია მარტივად დაამარცეს 3-0. რეალი ფავორიტია, მაგარმ ამ ეტაპზე არაერთი სურპრიზი გვინახავს.

ბოლო გუნდი და რეალის მეტოქე საბერძნეთის კიდევ ერთი წარმომადგენელი პირეოსის ოლიმპიაკოსია, თეთრ წითლებმა ნორმალურად ჩაატარეს სეზონის პირველი ნაწილი და პროგრამა მინიმუმი შეასრულეს, შემდეგ იყო ბარსელონა პლეიოფის პირველ ეტაპზე. ბარსასთან თამაში არავის უნდა, მაგრამ ბერძნებმა ამ ყველაფერს თავი გაართვეს და 3-2 სძლიეს კატალონიელებს. ოლიმპიაკოსი საკმაოდ დაბალანსებული გუნდია, კარგი დაცვით და უკანახაზით, პლუს სწორი და აზრიანი შეტევა. რეალი ფავორიტია, მაგრამ ოლიმპიაკოსის ჩამოწერა არ შეიძლება.