ავტორიზაცია

ოთო მამაგეიშვილი: მეორე მატჩში უკეთ ვითამაშებთ

ოთო მამაგეიშვილი: მეორე მატჩში უკეთ ვითამაშებთ
თარიღი 15 Nov 2024, 22:24
ხორვატიასთან მოგებული მატჩის შემდეგ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა, ოთარ მამაგეიშვილმა კომენტარი გააკეთა:

"დაძაბული თამაში გამოვიდა. სხვა შედეგს არც ველოდი. ვფიქრობ, მეტი შეგვეძლო, მაგრამ ყველაფერს, რაც ამ მატჩში დაგვაკლდა, მომდევნო შეხვედრისთვის გამოვასწორებთ.

ჯერ არაფერი დასრულებულა, ფლეიოფი ორმატჩიანია და მეორე თამაშში შევეცდებით, რომ ის შედეგს, რაც გვინდა და იმ მიზანს, რაც დავისახეთ, მივაღწიოთ და ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ.

პირველი თამაში, იმის მიუხედავად, რომ სახლში ვითამაშეთ, მაინც ძალიან დაძაბული გამოდგა, მაგრამ ჩვენი გულშემატკირვები გვეხმარებოდნენ - ისინი ყოველთვის გვერდში გვიდგანან. ამ მხრივ, მეორე თამაშში უპირატესობა მათ ექნებათ, თუმცა შევეცდებით, ხორვატიაში, დღევანდელზე უკეთესი პერფორმანსი ვაჩვენოთ."

საქართველო რიეკაში 1-ბურთიანი უპირატესობით ჩავა.