ოზილი ფენერბაჰჩეს ტრავმის გამო ორი თვით გამოაკლდა

"ფენერბაჰჩეს" ნახევარმცველმა, მესუთ ოზილმა თურქეთის ჩემპიონატის 28-ე ტურში "ანტალიასპორთან" (1:1) გამართულ მატჩში ტრავმა მიიღო.
32 წლის გერმანელმა კოჭი დაიზიანა და 6-დან 8 კვირამდე იუქმებს.
შეგახსენებთ, ოზილი "ფენერბაჰჩეში" 2021 წლის იანვარში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, მას შემდეგ, რაც "არსენალთან" კონტრაქტი გაწყვიტა.
გამოცდილმა ნახევარმცველმა თურქული გუნდის მაისურით 7 მატჩის ჩატარება მოასწრო.