ავტორიზაცია

პალმერის ჰეთ-თრიქი და ჩელსის მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება

პალმერის ჰეთ-თრიქი და ჩელსის მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება
თარიღი 07 Feb 2026, 21:58
პრემიერ ლიგის 25-ე ტურში ჩელსი ვულვზს ესტუმრა და 3-1 გაიმარჯვა.

მაყურებელმა აღნიშნულ შეხვედრაში კოულ პალმერის ბრწყინვალე თამაში და ჰეთ-თრიქი იხილა. ლიამ როსენიორის გუნდმა მეტოქეს საკმაოდ მარტივად სძლია და დაგეგმილი 3 ქულაც მოიპოვა.

ამ გამარჯვების შემდეგ "ლურჯებმა" 43 ქულით მე-5 ადგილი გაიმყარეს, ხოლო "მგლები" 8 ქულით ბოლო 25-ე პოზიციაზე რჩებიან.

გოლების ავტორები: 0-1 კოულ პალმერი (პენ.) 13', 0-2 კოულ პალმერი (პენ.) 35', 0-3 კოულ პალმერი 38', 1-3 ტოლუ აროკოდარე 54'.